„ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულებს: ბადრი ქობულაძეს, გიორგი შავლიძესა და რამაზ კომახიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 5-5- წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულების მიმართ მინიმალური სასჯელის ოდენობა გამოიყენა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულების ახლობლების მხრიდან მცირე ხმაური მოჰყვა. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალდებული 10 პირი გასული წლის ზაფხულში დააკავეს.