05:54
10 აპრილი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ქურდული სამყაროს წევრი მეტსახელად ლერი ციხეში "ოფშიაკს" აგროვებდა და მინდია ლავას ოღლის გარემოცვასთან აგზავნიდა - რა ბრალდებებით დააკავეს 10 პირი?
05-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი ციხეში წარუდგინა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

"ბოლო 2 დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია წითელ ხიდზე, მაშინ როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო“), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი“, იგივე „ალესკერი“), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი“), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე“) და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა“). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის“) ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.

აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ:

"ლამბო", "ოსკარი", "გოჭი", "წიე" "ყურშა"... - კადრები "ქურდული სამყაროს" წევრების დაკავების სპეცოპერაციიდან, სულ 10 პირია აყვანილი

AutoPlay
ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პრემიერის განცხადებით, აშშ-ში მყოფი 79 მოსწავლე სამშობლოში დაბრუნდება
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
აგრესიული ტესტირება თავდაცვის ძალებს, საეკლესიო პირებს და კიდევ რამდენიმე კატეგორიის ადამიანებს ჩაუტარდებათ
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მოხდება
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 131-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ესპანეთის პრემიერი - ცეცხლი კონტროლირებადი ხდება, ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები