ქურდული სამყაროს ბრალდებით დაკავებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

ქურდული სამყაროს ბრალდებით დაკავებულ 10 პირს პატიმრობა შეეფარდა

2019-07-06 19:18:27+04:00

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ 10 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო. რაც შეეხება პირს, რომელსაც ბრალი მე-17-ე დაწესებულებაში წარედგინა, მის მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა. ბრალდების მხარის პოზიციას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ.