რამდენიმე დეპუტატის მცდელობის მიუხედავად, "ქურდულ სამყაროსა" და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების განხილვა დახურულ ფორმატში არ გაიმართება შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ფორმატთან დაკავშირებით დისკუსია კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კანონპროექტის დახურულ ფორმატში განხილვას ითხოვდნენ, რადგან მათი განმარტებით ცალკეულ პრინციპულ საკითხებზე საუბრისას შესაძლოა განხილვის თემა ყოფილიყო კონკრეტული ქეისები, რომელზეც საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილი არ იქნებოდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების პოზიცია გაიზიარა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.