ზაფხულის დღეების გახანგრძლივების მიზნით ჩრდილოეთ ნორვეგიის კუნძულზე Sommarøy, რომელიც ზაფხულის კუნძულს ნიშნავს, დროის გაუქმებას ითხოვენ. ადგილობრივებს ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. მაისიდან ივლისამდე კი მზე არ ჩადის.
კუნძულის მცხოვრებლები პეტიციაზე ხელმოწერებისთვის ღონისძიებებს იწყებენ და საკითხის ირგვლივ მსჯელობისთვის ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოს წევრსაც შეხვდნენ. კუნძულზე იმედოვნებენ, რომ თავისუფალი დროის რეჟიმში შეძლებენ ცხოვრებას, რაც მათი თქმით, სამუშაო საათებს, ასევე სკოლებში სასწავლო პროცესს უფრო მოქნილს გახდის. კუნძულზე, სადაც 300-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თევზაობა და ტურიზმი მთავარი ინდუსტრიაა. 2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივდუალურად გადაწყვეტენ. დღეს არსებული ევროდირექტივის მიხედვით, გაერთიანების 28 წევრი ქვეყანა ზაფხულის დროზე მარტის ბოლო კვირა დღეს, ზამთრის დროზე კი ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გადადის. წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.