მგელი საოცარი არსებაა, რომელიც თავისუფლებისა და სიამაყის სიმბოლოდ მიიჩნევა. ოდესღაც ეს ცხოველი ადამიანისთვის სახიფათო იყო, თუმცა დღესდღეობით ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ აქეთ საჭიროებენ ადამიანის დაცვას. რამდენიმე სახეობა კი უკვე აღარც არსებობს, მაგალითად იაპონური, ესპანური დამექსიკური.
იზოლირებულ ზოოპარკში მათი ცხოვრება აუტანელი იქნებოდა, ამიტომ ენთუზიასტებმა გადაწყვიტეს, რომ მათ თვის მთელი კუნძული დაეთმოთ. მგლების ეს ნაკრძალი ვაშინგტონის შტატში, კანადის საზღვართან მდებარეობს.
მგლების სამოთხეში სხვა ცხოველებიც ბინადრობენ: მელიები, პუმები, სხვადასხვა სახის რეპტილიები, ველური ფრინველები.მგლებთან ერთად სელფის გადაღებას თუ გადაწყვეტთ , საამისოდ გიდის საფასურის გადახდაა საჭირო, 200 დოლარი, და რიგში ჩადგომაც დაგჭირდებათ.
ერთ დღეს მხოლოდ ორი ექსკურსია თუ მოესწრება. კვირა დღეს მგლები ისვენებენ.
ამ ნაკრძალში ადამიანებს მხოლოდ 18 წლიდან უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ აქაური მგლები ძალიან მეგობრულები არიან.