ეს ჰალიგის კუნძულია, რომელიც გერმანიაში მდებარეობს და ოკეანით არის გარშემორტყმული რის გამოც ადგილობრივები ყოველდღიურად ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან, რადგან საკმარისია ოკეანე ოდნავ აღელვდეს, რომ მთელი კუნძული იტბორება. მიუხედავად ამ ყველაფრისა ადგილობრივები არც ერთი წამით არ ფიქრობენ კუნძულის დატოვებაზე. კუნძულზე, სულ 16 ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც აქ დასახლება მეოცე საუკუნეში დაიწყეს და ამდროიდან მოყოლებული ცდილობენ როგორც ამ ტერიტორიის ისე საკუთარი თავის დაცვას. ეს არის ადგილი სადაც უდიდესი სიმშვიდის მოპოვება შეიძლება, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.