ნორვეგია ყოველთვის ცნობილი იყო განსაკუთრებით ჰუმანური პენიტენციალური სისტემით, რის გამოც, იგი ბევრი პატიმრის ოცნებად იქცა. კუნძულ ბასტოის ოსლოდან 76 კილომეტრი, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან, საკურორტო ქალაქ ჰორტენიდან კი 2 კილომეტრი აშორებს. მისი ფართობი 2,6 კვადრატული კილომეტრია. ადრე ამ კუნძულზე სასჯელს არასრულწლოვანი დამნაშავეები იხდიდნენ და ციხე ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ საპატიმრო დაწესებულებად ითვლებოდა.