საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტებისთვის ბანაკის მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლოებასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციაში 500-მდე ადგილობრივი მონაწილოებდა. ისინი მიგრანტების კუნძული ლესბოსიდან ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში გადაყვანას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც სამართალდამცავებმა მათ მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საბერძნეთში 150 000-მდე მიგრანტი იმყოფება. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საბერძნეთში 5 ბანაკი აშენდება, სადაც 20 000-მდე მიგრანტი განთავსდება.