22:21
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
კუნძულ კომოდოზე ტურისტული მოსაკრებელი 1000 დოლარამდე იზრდება
07-10-2019

ინდონეზიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ კომოდოს დათვალიერების მსურველებს მომავალი წლიდან 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ინდონეზიის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კუნძულზე ბინადარი იშვიათი სახეობის ვარანებისა და მათი საბინადრო გარემოს გადარჩენას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე კუნძულზე მოხვედრისას ტურისტები მხოლოდ 10  დოლარს იხდიდნენ.

გადასახადის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი ტურისტების ნაკადის შემცირებაა. 2018 წელს კუნძულს 176 000 ტურისტი ეწვია, მაშინ როდესაც 2008 წელს კომოდო 44 000-მა სტუმარმა მოინახულა.

ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, გადასახადიდან შეგროვებული თანხა ვარანების პოპულაციის გამრავლებას მოხმარდება. ამასთან, ტურისტებისთვის მოეწყობა სპეციალური ცენტრები, სადაც ისინი კუნძულის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გიდების მეშვეობით მიიღებენ.

კუნძულ კომოდოზე ბინადარი ვარანების სახეობა მსოფლიოში ყველაზე დიდია და ხშირ შემთხვევაში მათი სიგრძე 3 მეტრს აღემატება. დღეისათვის მსოფლიოში სულ 1 700-მდე კომოდოს ვარანაა შემორჩენილი. კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია დაცული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები