თბილისში, კუმისის ქუჩა N32-ში საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის სამი ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.