საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს.
მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით დაგეგმილია ოსტატთა რეესტრის შექმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება.
მისივე თქმით, 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს: ქვითხურო ; ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი; კირითხურო; სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი; მეავეჯე; ხარატი, დეკორატორი.