კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმების ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კომისიის თავმჯდომარემ პოლ პაკერმა მოაწერეს.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელთანაც განათლების მიმართულებით ყველა კომპონენტში მჭიდროდ თანამშრომლობენ.
ამასთან, პოლ პაკერის განცხადებით, აშშ-სგან განსხვავებით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რასაც აშშ აფასებს.