ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართული კულინარიის პოპულარიზაციის მიზნით ახალ პროექტს იწყებს.საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილ მზარეულებთან ერთად, საქართველოს ესტუმრნენ ღვინის საერთაშორისო ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები და ბლოგერები.