კულინარიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო. რიგით მეორე გასტრონომიული ტური სამეგრელოს შემგომ კახეთში მოეწყო. ახალი პროექტის მიზანი სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეორე გასტრონომიულ ტურში 8 ცნობილმა შეფ-მზარეულმა მიიღო მონაწილეობა.
კერძების მომზადების გარდა ტურის ფარგლებში შეფ-მზარეულები, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელ ტრადიციებსაც გაეცნენ.