"ქუდზე კაცს დავუძახებთ" - გიგა მაქარაშვილი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების მთავარი თარიღს ასახელებს - Palitra News

"ქუდზე კაცს დავუძახებთ" - გიგა მაქარაშვილი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების მთავარი თარიღს ასახელებს

2019-08-05 12:42:05+04:00

მთავარი თარიღი იქნება 20 სექტემბერი, თუ მანამდე გაქაჩა ამ მთავრობამ გახარიას ზურგით თრევა, მერე უბრალოდ მოუწევს ხელიდან გაშვება, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.მისი თქმით, 1-2 სექტემბრიდან მასშტაბური აქციის ფორმატზე გადავლენ, ხოლო 20 სექტემბერს „ქუდზე კაცს დაუძახებენ“.