ქუჩები თბილისში, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება - რა მიზეზით შეიძლება აიხსნას ეს სტატისტიკა? - Palitra News

ქუჩები თბილისში, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება - რა მიზეზით შეიძლება აიხსნას ეს სტატისტიკა?

2018-03-20 16:00:57+04:00

თბილისში ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა 2017-2018 წელს კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანსა და წერეთლის გამზირზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ Allnews.ge-ს მიაწოდა.უწყების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს, კახეთის გზატკეცილზე 21 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს კი ამავე მონაკვეთზე 113 შემთხვევა მოხდა. რაც შეეხება აღმაშენებლის ხეივანს, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა აქ 14-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 81-ს. წერეთლის გამზირზე წელს 12, ხოლო 2017 წელს 72 ავტოსაგზა შემთხვევა მოხდა.ამ თემაზე გადაცემაში "დღის თემა" ჟურნალისტი მარიამ მენაბდიშვილი და ავტოექსპერტი ზურა ბეჟაშვილი საუბრობენ.