პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით რამდენიმე ქუჩაზე იზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის ქუჩას - აბო თბილელის ქუჩის კვეთიდან დადიანის ქუჩის კვეთამდე. როგორც მერიაში განმარტავენ, შეზღუდვის მიზანია ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა.