მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაჟღერდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ის უზრუნველყოფს, რომ დაიცვას ბალანსი და ხელი შეუწყოს პარლამენტში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.
ახალ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ იმისათვის, რომ ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გაძლიერდეს.
როგორც კუჭავა განმარტავს, გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორნგის მექანიზმებიც.