მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუჭავამ, პარტიაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერნციაზე გააკეთა.
კუჭავას თქმით, მმართველმა პარტიამ პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციისა და დეესკალაციის მიზნით, არაერთი ნაბიჯი გადადგა და ყველას ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების შანსი მისცა.
კუჭავა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, “ნაცმოძრაობის“ მიერ ანტიდასავლური განწყობების დათესვის ფაქტებზე საკუთარი პოზიცია გამოხატონ.