ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიუხედავად, ქუჩაში ისევ თავისუფლად გადაადგილდებიან ისეთი ავტომობილები, რომელთა გამონაბოლქვშიც მავნე ნივთიერებები დასაშვებ ნორმას მკვეთრად აღემატება. არასამთავრობო ორგანიზაციამ "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ტექინსპექტირების ასოციაციასთან ერთად თბილისის ქუჩებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 12 ავტობილი გამონაბოლქვზე შეამოწმეს, მათ შორის მუნიციპალური ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები. ხუთი ავტომობილის შემთხვევაში, გამონაბოლქვში CO-ს შემცველობა, დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. ერთ შემთხვევაში ხუთჯერაც კი. აღსანიშნავია, რომ ყველა შემოწმებულ ავტომობილს გავლილი ჰქონდა ტექინსპექტირება.
"ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, ქვეყანაში სისტემატურად უნდა ხდებოდეს საწვავის ხარისხის კონტროლი და ავტომობილების შემოწმება გამონაბოლქვზე ტექინსპექტირების გავლის მიუხედავად, გაფრთხილების გარეშე ქუჩაშიც უნდა ხდებოდეს.