იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, PCR ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 4 პატიმარს დაუდასტურდა, ორი მათგანი არის ქსნის პენიტენციური დაწესებულის მსჯავრდებული, ერთი - რუსთავის №17 დაწესებულების და ერთი გლდანის №8 დაწესებულების პატიმრები. პროტოკოლის მიხედვით, ოთხივე შემთხვევაში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.მან ასევე აღნიშნა, რომ ჯამში სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე ინფიცირებულია დადგენილი.