ქსელური მარკეტინგიული კომპანიები სამომავლოდ შესაძლოა, გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობაში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც კიკორიამ აღნიშნა კანონში შესატან ცვლილებებზე მთავრობისთვის საკუთარი ინიციატივაც აქვთ შეთავაზებული.