ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და CENN-ის ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვისა და დასუფთავების აქცია გამართა.
ტყე-პარკის ტერიტორიაზე 200 ერთეული წითელი ნუსხის სახეობა, ჭალის მუხის ნერგი დაირგო. ღონისძიება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითრებისთვის” ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც CENN და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა ახორციელებენ.
ტყეების საერთაშორისო დღე 2012 წლიდან აღინიშნება. წელს ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის თემად შერჩეული იყო „ტყეების აღდგენა - გზა კეთილდღეობისთვის”.