კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ახალწვეული კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი, თუმცა როგორც "პალიტრანიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ახალწვეულებს შორის ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ დაპირისპირებას და კლინიკაში გადაყვანა ახალწვეულის ემოციურ ფონზე გახდა საჭირო. კლინიკა "რუსთავში" კი განმარტავენ, რომ პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა კლინიკაში შეყვანისას ფიქსირდებოდა გულყრის შემდგომი პერიოდი. თავის მხრივ, ახალწვეულის დედა აცხადებს, რომ მის შვილს თავის ტრავმა აქვს მიღებული.