კრწანისის სასწავლო ცენტრში აფეთქებისას დაშავებულ ერთ-ერთ მამაკაცს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცებმა მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი იპოვეს და გადააგდეს, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქებაც. ამ დრომდე უცნობია როგორ მოხვდნენ შემოფარგლულ ტერიტორიაზე 23 და 30 წლის ახალგაზრდები.