კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ გავრცელდება განცხადება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.