სუს-მა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ა(ა)იპ "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის" ხელმძღვანელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ პირს საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს,რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.