15:46
3 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს
12-07-2017

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გარდა ამისა, აბესაძემ ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

”მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს”, - აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

AutoPlay
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 6 718 შემთხვევა გამოვლინდა და 176 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
ოპოზიცია მმართველ გუნდს სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებს
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
პარლამენტში პანდემიის ფონზე არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესში ლეგიტიმურადაა ჩართული
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპატრამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ნანა ხარებავა
12-07-2017
ჩემი პროექტი 2 წელია დევს და მერიას ნებართვის ნაცვლად აბსურდული დასკვნები გამოაქვს. სხვა ხელში ჩასაჭიდი რომ ვერ მოიფიქრეს, ძალიან "ჭკვიანური" გადაწყვეტილება მიიღეს, თურმე მაინცდამაინც ჩემი კანალიზაციის მილი უნდა შეერთდეს სხვანაირად და სხვაგან. თან რაც მთავარია, არ ამბობენ როგორ და სად. მიუხედავად იმისა, რომ კანალიზაციის მილი დაახლოებით ერთი მეტრითაა დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც ყველა მეზობელს აქვს მიერთებული, თურმე მაინც არ შეიძლება. ვიზუალურადაც სახლის უკანაა. სხვა წინადადება წამოაყენეთო. წამოაყენებ სხვა წინადადებას ან გაასაჩივრებ და თავიდან იწყება კარუსელი. აშკარად მიზანმიმართული შეფერხებაა. პასუხისმგებელ თანამშრომლებს არ ადარდებთ რატომღაც არც მერიის სახელი და არც ქართული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებას ვადა გაუვიდა და წესით ვალდებული არიან დროის გარკვეულ მონაკვეთში დასკვნა გამოიტანონ, ბოლო პასუხი იყო - არ გვცალია გადაწყვეტილების მისაღებადო. აშკარად ფეხებზე კიდიათ სახელმწიფოც, მოქალაქეც და მოქალაქის უფლებებიც! შემდეგი ინსტანცია სასამართლოა.
სხვა სიახლეები