ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე - სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 750 ლარი.
რეინჯერის დაკავება ქრთამის აღების ფაქტზევე მოხდა.