გრონინგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის საფუძველზეც აჩვენეს, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პროვოცირება შეუძლია იოდის ნაკლებობას და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას.
ახალ დასკვნამდე მეცნიერები რამდენიმე ანალიზის საფუძველზე მივიდნენ. მათ აიღეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის კლინიკური ფორმის მქონე 100 პაციენტის სისხლი და მასში ჰორმონების დონე გააანალიზეს. შემდეგ ეს მონაცემები სრულიად ჯანმრთელი პირების სისხლის მონაცემებს შეადარეს. გაირკვა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტთა სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები დაკლებული იყო, ხოლო თირეოტროპული ჰორმონის დონე კი - მომატებული. მედიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებთან იგივე სურათი იყო სახეზე. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და იოდის დეფიციტი განაპირობებს შესაბამისი ჰორმონების გამოყოფის შემცირებას, ამასთან, თირეოტროპული ჰორმონის დონე რამდენადმე მატულობს. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება ორგანიზმის ცალკეული სისტემების ფუნქციობაზე, თავს იჩენს დაღლილობა, ძალთა განლევა, იმუნური სისტემის დასუსტება და სხვა სომატური სიმპტომები.