ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მისაღები მედიკამენტების სია გაიზარდა.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, თამარ მელიქიძის განცხადებით გარკვეულ მედიკამენტზე დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც საჭირო გახდა ალტერნატიული მედიკამენტების დამატება. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემა ეპილეფსიის მედიკამენტებზე იყო.