თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს გაუქმებას მოითხოვს. მისი განცხადებით თბილისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა , რომ მინდია ჯანელიძის უწყება უმოქმედოა , მისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სამი მილიონ 500 ათასი ლარი კი წყალში იყრება. უდუმაშვილის ინფორმაციით, ამ თანხის დიდი ნაწილი - 2 მილიონი ლარი, საბჭოს ხელფასებს ხმარდება.