მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი დროებით აჩერებს საკუთარ უფლებამოსილებას ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე. ამის შესახებ ლაგარდმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მისი წარდგენით არის განპირობებული.
როგორც ცნობილია, ამ განცხადებიდან მალევე ევროკავშირის ქვეყნების სამიტმა ლაგარდის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე. ახლა ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. აღნიშნულ პოსტზე ლაგარდმა 1-ელ ნოემბერს იტალიელი მარიო დრაგი უნდა ჩაანაცვლოს.