დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები 29 მარტს განახლდება.
როგორც "პალიტრანიუსს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, დანიელსონი საქართველოში 28 ან 29 მარტს ჩამოვა და მედიაციის პროცესს ორშაბათიდან განაახლებს.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.