ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს ხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დიპლომატი პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზციური პარტიების ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
პოლიტიკურ პარტიებთან შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.