ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დროა, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა ყველა ძალა გამოიყენონ, რათა „ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით“.
როგორც დანიელსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკური პარტიების საქმეა, რომ ელჩების დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი, რათა არსებულ სიტუაციას გაუმკლავდნენ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები ნაყოფიერი იქნება. დიპლომატის ინფორმაციით შეხვედრების ფარგლებში განიხილება პოლიტპატიმრების, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხი.