იტალიელმა მკვლევარმა, ჯულიო ფანტიმ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ტურინის სუდარის შესწავლით იყო დაკავებული, კვლევის შედეგების მიხედვით იესო ქრისტეს 3D გამოსახულება შექმნა. კვლევის თანახმად იესოს სიმაღლე 180 სანტიმეტრამდე იყო, ეს იმ დროს როდესაც მაშინდელი ადამიანის საშუალო სიმაღლე მხოლოდ 155 სმ-ს შეადგენდა.
ფანტიმ განმარტა, რომ 3D გამოსახულება იმ მრავალრიცხოვანი ჭრილობების დანახვის საშუალებას იძლევა, რომელიც ქრისტეს სხეულზე იყო და რისი კვალიც ტურინის სუდარაზე დარჩა. სამგანზომილებიანმა რეკონსტრუქციამ ცხადყო, რომ იესოს მარჯვენა მხარი სერიოზულად დაზიანებული იყო. ტურინის სუდარასთან დაკავშირებით კამათი დიდი ხანია მიმდინარეობს. კათოლიკე ეკლესია ირწმუნება, რომ ეს იყო დასაკრძალი სამოსი, რომელშიც გახვეული იყო იესოს სხეული ჯვარცმის შემდეგ.