22 იანვარს, მადრდიში სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს გადასახადების დამალვის საქმეს ეხება. ფეხბურთელი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე წავიდა და ჯარიმის სახით, 18.8 მლნ ევროს გადახდას დათანხმდა. ადრე რონალდომ ესპანეთის ხაზინას 13.4 ევრო დაუბრუნა. გარდა ამისა, ფეხბურთელს 23-თვიან ციხეს მიუსჯიან, თუმცა განაჩენი პირობით ხასიათის იქნება, რადგან პერიოდი ორ წელს არ აღემატება და დარღვევა ძალადობას არ ეხება. შეგახსენებთ, რომ რონალდოს ესპანეთში 2011-დან 2014 წლების პერიოდში, როცა მადრიდის "რეალში" გამოდიოდა, გადასახადების დამალვას აბრალებენ. ზიანი 14.7 მლნ ევროდაა შეფასებული. სასამართლო საბოლოო ვერდიქტს უახლოეს დღეებში გამოიტანს.