საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმი -„კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ გახსნეს. ფორმუში სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ბიზნესდელეგაციები მონაწილეობდნენ.