ეს არის სააკაშვილის გეგმის ნაწილი და ველი, რომ კიდევ უარესი იქნება, - განაცხადა მეჭიაურის პარტიის წარმომადგენელმა ია მეტრეველმა ტელეკომპანია "პალიტრანიუისის" გადაცემა "360 გრადუსში". კრიმინოგენური ვითარების დაძაბვა მისთვის მოულოდნელი არ არის და მომხდარ სისხლიან გარჩევებს ის "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს. ია მეტრეველის აზრით, "ნაციონალური მოძრობა" ამ გზით ქვეყანაში სიტუაციის არევას ცდილობს.