სიტყვიერი დაპირისპირება მოსახლეობასთან შეხვედრის დროს - "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პარტიის ხარაგაული–ბაღდადის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი და შტაბის ხელმძღვანელი პირები სოფელ უბისაში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავდნენ, რა დროსაც ადგილზე 2 პიროვნება გამოჩნდა და შეხვედრის ჩაშლა სცადა. გიორგი ვაშაძის განმარტებით, იმავე დღეს პარტიის წარმომადგენლები სოფელ ბორითში ავიდნენ, სადაც მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრა უნდა გაემართათ. თუმცა, იგივე პიროვნებებმა, მუქარისა და შანტაჟის შედეგად, მოსახლეობის ნაწილს შეხვედრაზე დარჩენის საშუალება არ მისცეს. ვაშაძე აღნიშნული ორი პიროვნების კრიმინალურ ავტორიტეტობაზე საუბრობს.