უმრავლესობაში ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შს ყოფილი მინისტრი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ე.წ. ლიდერია, რომელიც ასეთივე მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს უერთდება. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას "ქართული ოცნება" მოიპოვებს, ხოლო ვანო მერაბიშვილს "სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები გასცემენ პასუხს".
უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებებიდანაც ჩანს, თუ რა სურს რეალურად ოპოზიციას და რომ მათი მიზანი მხოლოდ რევოლუციური სცენარებია.