„გამარჯვების შემდეგ, არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ახლა საქმის გარჩევების დრო არ არის“.
მან ასევე მიმართა სახელმწიფო მოხელეებს, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაეცნენ ბანკებს და მაღაზიებს.