კრემლში, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო გააკრიტიკეს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, უკრაინა ზურგს უმაგრებს პოლონეთის "ძალიან მცდარ" პოზიციას.
"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ განცხადებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის მცდარია და შეურაცხყოფს ჩვენი ბაბუების ხსოვნას",- განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის ლიდერმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერეციაზე მეორე მსოფლიო ომში რუსეთის როლზე ისაუბრა.
"პოლონეთმა პირველად განიცადა ტოტალიტარული რეჟიმების კრიმინალური დაპირისპირების შედეგები. ამან მეორე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა და საშუალება მისცა ნაცისტებს, სასიკვდილო ჰოლოკოსტის მანქანა აემოქმედებინათ",- განაცხადა ზელენსკიმ.