კრემლში აცხადებენ, რომ არხანგელსკის ოლქში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებები საფრთხეს არ შეიცავს. აღნიშნული განცხადება რუსეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო ბაზებზე 4 აფეთქება მოხდა.
ამასთანავე, რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში, თეთრ ზღვასთან ახლოს რეაქტიული ძრავის დამონტაჟების დროს კვლავ აფეთქება მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და აფეთქებებს შორის კავშირი არ არის.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რადიაციის მაჩვენებელ მოწყობილობაზე ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, თუმცა, რამდენიმე წუთში რადიაციის დონე დაეცა.