კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ყველა მხარემ მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინოს.
„ყველა მხარეს, პირველ რიგში კი კონფქლიტის მხარეებს, მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, ასევე მოვუწოდებთ, უარი თქვან საქმის კეთების სამხედრო მეთოდებზე და ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს,“- აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო საუბარს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთანაც გამართავს.
პესკოვმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საომარი მოქმედებების განახლების პირველივე საათებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება თავის კოლეგებთან.