კრემლი იმედოვნებს, რომ ტრამპის განცხადება გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერნეიტეტის აღიარების შესახებ უბრალოდ განცხადებაა და არ განხორციელდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტირი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი მოწოდებები სერიოზულ დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და აზიანებს მცდელობებს რომ რეგიონში სამშვიდობო პროცესები დაიწყოს.
"ვიმედოვნებთ, რომ ეს დარჩება მხოლოდ როგორც განცხადება", - აღნიშნა პესკოვმა.