კრემლი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის და დიალოგისთვის მზადაა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე უნდა გაიმართოს, როგორიც ტერორიზმის წინაარმდეგ ბრძოლა, უსაფრთხოების საკითხები და სხვა მნიშვნელოვანი თემებია. "მივაქციეთ ყურადღება, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებს, მათ შორის, მზადყოფნას „ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების საკითხისადმი, პუტინი მზადა არის ვაშინგტონთან კონსტრუქციული დიალოგისთვის “- განაცხადა ლავროვმა.