კრემლი აცხადებს, რომ 24 უკრაინელი მეზღვაურის საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესი უნდა დასრულდეს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალი მეზღვაურების გათავისუფლებას ითხოვს, ამის შესახებ რუსული გამოცემა "ვედომოსტი" წერს.
ჰამბურგში მდებარე საერთაშორისო ტრიბუნალმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ მოსკოვმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გასული წლის ნოემბერში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები. ამასთან, მათივე განცხადებით, ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც დავას კიდევ უფრო გაამძაფრებს.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინელი მეზღვაურები და მათი სამი გემი ქერჩის სრუტეში დააკავა.